03 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
პრემიერთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის შეხვედრა დაიწყო

პრემიერის ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა იწყება. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ადვოკატებთან და ომბუდსმენთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შევიდნენ.

შეხვედრის დეტალები რამდენიმე წუთის წინ შეთანხმდა. ცნობილია, რომ შეხვედრას შს მინისტრიც დაესწრება. ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას მისვლა ზაზა სარალიძემ მოითხოვა. შეხვედრას არ ესწრებიან პოლიტიკოსები. 

შეხვედრა დახურულია მედიისთვისაც, კადრებს მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელებს.​

დღის ამბები