03 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
ქობულეთში უკვე სამი კვირაა ოჯახი 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებს 

უკვე სამი კვირაა ოჯახი დაკარგულ 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი 12 მაისს გაუჩინარდა და მას შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დაკარგულის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. ისინი ვინმესთან კონფლიქტსა და დაპირისპირებაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

პოლიციას მომხდარის შესახებ დაკარგულის ახლობლებმა მისი გაუჩინარებიდან მეორე დღეს აცნობეს.

დღის ამბები