26 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
"ეს არის სრული სიცრუე" - თბილისის ვიცე-მერი მეტროს რუსული კომპანიისთვის მმართველობაში გადაცემის შესახებ ბრალდებას უარყოფს

რუსული კომპანიისთვის მეტროს მმართველობაში გადაცემის შესახებ საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებას  , თბილისის მერიაში უპასუხეს. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ამ ბრალდებით მეტროპოლიტენის ამუშავების გადაფარვა უნდოდა.

„ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეს პოზიტივი, რომელიც მოხდა, მეტროპოლიტენი განახლდა, ეს გადაეფარა. ეს არის სრული სიცრუე. მეტროპოლიტენი არის დოტაციური კომპანია, ის სუბსიდირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კომპანია, რომელიც არ არის მომგებიანი, კერძო სექტორში მართვის უფლებით არ გადის იმიტომ, რომ ინვესტორებს ასეთი კომპანიები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომ, მინდა კატეგორიულად უარვყო, ეს არის სრული სიცრუე,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

დღის ამბები