27 იანვარი 2020,   16:20
ვრცლად
აქცია სოფელ კვირიკეში - ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქცია სოფელ კვირიკეში - ადგილობრივები აცხადებენ, რომ წლებია ცხოვრება ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გარეშე უწევთ, სოფლის შიდა გზები კი ავარიულ მდგომარებაშია.

სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვენ.

მათი თქმით, სოფლის ნაწილის გაზიფიცირება უკვე მოხდა, 150-მდე ოჯახი კი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა.

დღის ამბები