18 აგვისტო 2019,   05:50
ვრცლად
თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - ომბუდსმენი არასრულწოვანების მკვლელობის საქმეზე არასათანადოდ ჩატარებულ გამოძიებაზე საუბრობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე სახალხო დამცველი დასკვნას მოამზადებს. თუმცა დოკუმენტის მომზადებამდე ომბუდსმენი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.  

მოწმეების ჩვენების შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ უფრო სკანდალური დეტალები აღმოაჩინა.

გაირკვა, რომ ხშირად თვითმხილველების ნაამბობ მნიშვნელოვან დეტალებს სამართალდამცველები ყურადღების მიღმა ტოვებდნენ და გამოძიებას არ იწყებდნენ. იყო შემთხვევები როდესაც არ ხდებოდა მტკიცებულებების ამოღება.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების ხარვეზებს შეისწავლის და მას დასკვნის სახით გამოაქვეყნებს.

რა მსვლელობას მისცეს პროკურატურა ომბუდსმენის დასკვნას და აღძრავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეს, ეს უკვე ახალი მთავარი პროკურორის გადასაწყვეტი იქნება.

დღის ამბები