03 მაისი 2024,   22:42
ვრცლად
ძალიან ვთხოვ შსს-ს, სისულელეებს მორჩნენ... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი - ზაზა სარალიძე

"ეს არის უმსგავსობა, რას მეთამაშებიან?! იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა," - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შსს-ს მიერ მერაბ მორჩაძის დაკავების ფაქტს ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

სარალიძე ამბობს, რომ მორჩაძის დაკავება მის გეგმებს არ შეცვლის და უწყებას კონკრეტული პირების დაკავებას სთხოვს.

"ის ინფორმაცია, თითქოს ეს პირი მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ახდენდა, ახალი არ არის. ამასთან დაკავშირებით ძიება 11 აპრილს დაიწყო, როდესაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას. ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე 15 აპრილს პირდაპირ მეუბნეოდა, წარმოგიდგენ სამ პირს, რომლებმაც მიხეილ კალანდიაზე ზეწოლა განახორციელესო. უბრალოდ, ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსობა. რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი," - განაცხადა სარალიძემ. 


 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები