19 ივნისი 2019,   16:03
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერას შვილმკვდარი მშობლები უცხადებენ

აქცია პარლამენტთან - ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერას შვილმკვდარი მშობლები უცხადებენ.

ისინი დღეს პარლამენტის წინ მივიდნენ და საკუთარი ისტორიებიც მოუყვნენ შეკრებილებს.

შვილმკვდარი მშობლების უმრავლესობა აცხადებს, რომ დღემდე არ იციან, ვინ არიან მათი შვილების მკვლელები და ისინი დაუსჯელები არიან. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი სისტემის მსხვერპლები არიან.

შვილმკვდარი მშობლები ასევე, აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში, მათი შვილების მკვლელები თავისუფლები არიან, რადგან სასამართლომ მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი შვილების სიკვდილის მიზეზი ექიმების დაუდევრობაც გახდა და ისინი ექსპერტიზის დასკვნას და სამართლის აღდგენას უშედეგოდ ელოდებიან.

"ჩემი შვილი მოაკვლევინა რუსეთმა მეუფე იაკობის დახმარებით, მეუფე იაკობის სულიერმა შვილმა მოკლა ჩემი შვილი," - განაცხადა ერთ-ერთმა შვილმკვდარმა დედამ.

დღის ამბები