19 აგვისტო 2019,   19:17
ვრცლად
ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ აქციები დროებით შეწყვიტოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესა და დროებით საგამოძიებო კომისიის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმის შესწავლის მიზნით შექმნილ დროებითი კომისიის წევრებთან დღეს საქმის დეტალებზე ისაუბრა.

ზაზა სარალიძის თქმით, საქმის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრეს უკვე, რადგან კომისიის წევრები უკვე გაეცნენ საქმის მასალების ნაწილს.

ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეს მასთან ერთად არ განიხილავს.

ზაზა სარალიძის თქმით, ახლა პირდაპირ პარლამენტის წინ აქციაზე მივა და ამის შემდეგ გადაწყვეტენ სამოქმედო გეგმას. ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ დროებით შეისვენოს აქციებისგან, რადგან დღევანდელი დაკავებების შემდეგ ბევრ საქმეზე მოუწევს სიარული.

ზაზა სარალიძე საკანონმდებლო ორგანოში საქალაქო სასამართლოდან მივიდა, სადაც აქციაზე დაკავებული ზვიად კუპრავას და კიდევ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილებოდა. შეხვედრას საგამოძიებო კომისიასთან ომბუდსმენიც დაესწრო. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროსა და სასამართლოსგან საქმის მასალები უკვე მიიღო.

კომისიის პირველ სხდომას 13 ივნისს გამართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, დაზარალებულებს გამოკითხავენ. კაპანაძის თქმით, ამის შემდეგ, კომისიის ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც საქმესთან რაიმე შემხებლობა აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები