26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
280 000 დოლარი ქრთამის სახით - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ერთი დაკავებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, მეორე კი ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი. გამოძიების ინფორმაციით მათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 280 000 დოლარი მოსთხოვეს. ისინი 30 000 დოლარის აღების დროს აიყვანეს.

დღის ამბები