26 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

აბაზოვი ამჟამად რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც მის ინტერესების დამცველებს და გამომძიებლებს ელოდებიან. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც, სადაც აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

აბაზოვს ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ედება, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ პატიმრობის ღონისძიება უნდა გამოიყენოს, რადგან აბაზოვი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და თან ის მარნეულში გავლენით სარგებლობს. 

“სავარაუდოდ, თემურ აბაზოვის მიმართ, ალბათ პატიმრობას გამოიყენებს, ვინაიდან ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია. აქედან გამომდინარე თან ალბათობაც მაღალია იმისა, რომ ამ ადამიანმა რაიმე ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულზე ან მოწმეთა ჩვენებებზე, რადგან მაღალი თანამდებობის პირია და საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს, მთელს მარნეულში,

სხვა ბრალდებულების მიმართ გირაოთი შევლენ რადგან კანონი არ აძლევს საშუალებას, რომ პატიმრობა მოითხოვოს“-აცხადებს ეკა მიდოდაშვილი.

დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმისთის კვალიფიკაციის მინიჭება სწორად მოხდა და დაცვის მხარეს პრეტენზიები არ აქვს.

დღის ამბები