26 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ქუვეითის ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი სამსახურიდან კაბის გამო გაუშვეს

ქუვეითის ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი პირდაპირი ეთერის დროს გაათავისუფლეს. მიზეზი ამალ ალ-ავადის ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაყურებლის უკმაყოფილება გახდა.

ტრანსლაციის შეწყვეტა რედაქტორებმა შოუს დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოითხოვეს და 29 წლის წამყვანი სამსახურიდანაც დაითხოვეს.

მაყურებლების შეფასებით, მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის პერიოდში წამყვანს მსგავსი კაბა არ უნდა ეცვას. თავად გათავისუფლებული წამყვანი ირწმუნება, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ დაურღვევია.

დღის ამბები