26 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში ოპოზიციას შეამცირებს - კობახიძე

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია მმართველი გუნდის უმრავლესობისთვის. როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ამტკიცებს, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ოპოზიციას კიდეც უფრო ნაკლები წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში და ასევე გადავადდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც.

"არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი  საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის პარლამენტში 33 დეპუტატით წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები  შესაძლოა ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები