26 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
რუსეთი ოკუპანტია - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. 20 პუნქტიანი დოკუმენტის მთავარი ადრესატი მოსკოვია.

აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე ევროპარლამენტმა ერთხმად მიიღო დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს რეგიონების ოკუპაციით საერთაშორისო სამართლის ნომრებს არღვევს.

რეზოლუცია მკაცრი ფორმულირებებით ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მკვლელობის ფაქტებსაც ეხება.

ევროპარლამენტი ევროგაერთიანების სთხოვს, სანქციები დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული აწამეს და მოკლეს.

ევროპარლამენტის წევრები ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე საუბრის დროს ტერმინი „გაყინული კონფლიქტები“ უნდა დაივიწყოს, რადგან სახეზეა ოკუპაცია.

ევროგაერთიანების ქვეყნების დეპუტატმა ყველა ის ქვეყანა გააკრიტიკეს, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას სპეციალური პროგრამები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რათა მათი რეინტეგრაცია მოხდეს.

დღევანდელ კენჭისყრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა.  რეზოლუციას ოფიციალური თბილისი საერთაშორისო სასამართლოების ჩათვლით ყველა პლატფორმაზე წარადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები