26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან - სამართალდამცავებმა ენმ-ის დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს 

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან - საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ ენმ-ის დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, რომლებსაც საკრებულოში საკუთარ კაბინეტში შესვლა სურდათ. 

ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ და იმ დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას, რომლებმაც ენმ-ის წევრზე, ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს.

ენმ-ს დეპუტატები ამბობენ, რომ მათ შენობაში შესვლა და  შიმშილობის დაწყება სრუთ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები მათ არ აძლევენ. ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. 

დღის ამბები