26 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
პარლამენტი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს

პარლამენტი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. 10:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებული სხდომები იწყება.

თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატები მივლენ.

ტექნიკური მთავრობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ რიგგარეშე სხდომაზე ნდობას გამოუცხადებს, მხოლოდ 3 კვირა იმუშავებს.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სერიოზულად მუშაობს პროგრამაზე. დღევანდელი განხილვები რა საკვირველია ხელს შეუწყობს იმას, რომ მოისმინოს გარკვეული კრიტიკული შენიშვნები. ნებისმიერი ოპონენტი ტყუის, როდესაც უნდა რომ საზოგადოებას ისეთი წარმოდგენა შეუქმნას, რომ, რაღაც ქაოტური სიტუაცია ჩამოყალიბდა,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები