26 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
შეჩერებული მშენებლობების განახლება თბილისში - მშენებლებს ფინანსურ შეღავათებს სთავაზობენ

თბილისში შეჩერებული მშენებლობების განახლება იგეგმება, მფლობელები კი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდებიან. საუბარია თბილისის ყველა რაიონში მდებარე 170-ზე მეტ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობაზე. შეჩერებულ მშენებლობებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ ილაპარაკა.

კონსულტაციები და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, წარადგინოს ამ პრობლემის მოგვარების გეგემა.

„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის, ასევე სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იმიტომ, რომ ბევრი ადგილი და ლოკაციაა, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, სადაც საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და გაჩერებულია წლების განმავლობაში, რომელიც ანტისანიტარიის ბუდედ იქცა და ქვეწარმავლები და ათასი უბედურება ხდება იქ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები