03 მაისი 2024,   00:15
ვრცლად
პანკისელი ბესლან წუწაშვილის დედა მისი შვილის გაუჩინარების შესახებ გამოძიებას უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს

პანკისელი ბესლან წუწაშვილის დედა მისი შვილის გაუჩინარების შესახებ გამოძიებას უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს. ამ მიზნით ლეილა უმაროვა დღეს უწყებაში მისვლას და ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ გეგმავს, ნამდვილად გადაკვეთა თუ არა მისმა შვილმა საზღვარი ან აქვს თუ არა კავშირი მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან. გაუჩინარებიდან 2 კვირის შემდეგ წუწაშვილებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი რომ შესაძლოა 27 წლის ახალგაზრდა ტერორიზმის ბრალდებით გისოსებს მიღმა იმყოფებოდეს.

ბესლან წუწაშვილი სამუშაოდ გროზნოში გაემგზავრა, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

დღის ამბები