26 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ბულინგი სკოლებში - ომბუდსმენის განცხადებით, მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მიმართ ნდობა არ აქვთ

სახალხო დამცველმა დღეს სკოლებში ბულინგის პრობლემაზე ჩატარებული სპეციალური კვლევა წარადგინა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, მოსწავლეთა 53% ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია სკოლაში მათი ან მათი თანატოლების ჩაგვრასთან დაკავშირებით.

მოზარდები თანატოლების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი სხვადასხვა მიმართულებით ხდებიან. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო დროს სკოლებში გამწვავდა სოციალური ნიშნით ჩაგვრა, ამასთან ბულინგი ხდება ეთნიკური, სქესობრივი და სექსუალური ორიენტაციის ნიშნითაც.

„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულინგის შემთხვევაში სამწუხაროდ, მოსწავლეებს არ აქვთ ნდობა სკოლის ადმინისტრაციის ან პედაგოგების მიმართ, რომ ისინი მოაგვარებენ ამ პრობლემას, “ - ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ბოლო დროს სკოლებში ბულინგი სოციალური, ეთნიკური, სქესობრივი და სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით ხდება.

კვლევას ეხმაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

„როგორც ჩანს უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები უნდა ჩავატაროთ, რომ მიღებული ცოდნა გადაიზარდოს უნარებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრდეს,“- განაცხადა ლია გიგაურმა.

დღის ამბები