26 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - სანქციები რუსეთს შესაძლოა, აშშ-მაც დაუწესოს

საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სანქციები შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დააწესოს. ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუცია ამერიკის კონგრესში შევიდა.

საქართველოს მხარდამჭერი აქტში საუბარია სანქციების დაწესებაზე რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევენ, აკავებენ და არ ერიდებიან მკვლელობებს.

დოკუმენტი საქართველოს მიმართ პარტნიორი სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავს. 

„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლო დროინდელი მკვლელობების ჩათვლით საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ძალით აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას. სანქციები, რომლებიც მოყვანილია ქვეპუნქტში, მდგომარეობს შემდეგში: პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ პირს დაებლოკოს ანგარიშები და აეკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია. უარი ეთქვას ვიზასა და შეერთებულ შტატებში შეშვებაზე,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ტედ პოსა და ჯერი კონოლის მიერ ქვედა პალატას უკვე წარედგინა.

„პრეზიდენტი სანქციებს უწესებს უცხოელ პირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი მეთოდით ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თანამონაწილე არიან ან პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრძანების გაცემაზე, გაკონტროლებაზე ან მითითებების გაცემაზე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე უწესებს სანქციებს იმ უცხოელ პირებსაც, რომლებიც ამ დანაშაულის ჩამდენებს მატერიალურად ეხმარებიან, აფინანსებენ ან უზრუნველყოფენ მათ ფინანსურ, მატერიალურ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას,“- აღნიშნულია ტედ პოს ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამავე თემაზე
დღის ამბები