03 მაისი 2024,   22:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" მმართველობის დროს დაზარალებულებს, გიორგი ბოტკოველმა სერტიფიკატები გადასცა

თელავში "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, დაზარალებულ მოსახლეობას, "ნაციონალურმა მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა, სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომლებიც საბანკო სესხის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ, ასევე პენსიონერებს, რომლებმაც მკურნალობისთვის აღებული სესხი ვეღარ გადაფარეს და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს.

სერტიფიკატი გულისხმობს იმას, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვალდებულებას იღებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაზარალებულებს მატერიალურად დაეხმაროს და მიღებული ზარალი აუნაზღაუროს.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, დაზარალებულები უფრო მეტად გაჭირვებულები არიან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას მათი პრობლემის მოგვარებაში.

„პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტს და აქ განსაკუთრებით ყურადღების მისაქცევია ბანკების თემა, ფაქტიურად დღეს არ არსებობს საქართველოში ოჯახი, ოჯახის რომელიმე წევრი, რომელიც არ არის დაზარალებული მევახშეობით, თუ ბანკებისგან, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა,“- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები