02 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დავით ზალკალიანი ბელორუსის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრმა ისაუბრა ბელორუსთან არსებული წარმატებული პოლიტიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების შესახებ. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები