03 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
ქართველი მესაზღვრეები რუსი სამხედროების ტყვეობაში - საქართველო-რუსეთის საზღვარს უპილოტო საფრენი აპარატები აკონტროლებენ

გატაცებული ორი ქართველი მესაზღვრე ისევ რუსი სამართალდამცველების ტყვეობაში რჩება.

ტერიტორიაზე, საიდანაც შს სამინისტროს თანამშრომლები აიყვანეს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავენ. ეს აპარატები ლაგოდეხის რაიონში დღეს დილით გამოჩნდა, თუმცა უცნობია, რომელ უწყებას ეკუთვნის სათვალთვალო სისტემა.

ქართველი მესაზღვრეები რუსი ჯარისკაცების ტყვეობაში სამი დღის წინ აღმოჩნდნენ. ისინი საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაღესტნის პერიმეტრზე პატრულირების დროს გაიტაცეს რუსმა სამართალდამცავებმა. ამ დრომდე კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის ოჯახებმა არაფერი იციან.

კობა მაჭარაშვილის და გიორგი კერესელიძის გატაცების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. შსს ინფორმაციას არ ასაჯაროებდა და დაკავებული სამხედროების ოჯახებმაც ინფორმაცია მედიიდან გაიგეს.

შსს-ს ინფორმაციით, რუსულ მხარესთან შეთანხმების შედეგად სასაზღვრო პოლიციის ორი დაკავებული თანამშრომელი დღეს უნდა გადმოსცენ. 

დღის ამბები