26 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
საკვებით მოწამლულთა რეკორდული რაოდენობა - საავადმყოფოს ინტოქსიკაციით სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს

საკვებით მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა. ინფექციურ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ნიშნებით სულ უფრო მეტი ზრდასრული და ბავშვი მიმართავს.

38 გრადუსი სიცხის დროს ბაზარში მეწარმეები ზოგჯერ ხორცს გამორთული მაცივრებიდან ყიდიან. მხოლოდ დღეს ნავთლუღის ბაზარში ხორცისა და რძის პროდუქტების არასათანადო პირობებში გაყიდვის გამო, საქმიანობა 17 მოვაჭრეს აეკრძალა.

მალფუჭებადი პროდუქტების არასათანადო პირობებში შენახვა-რეალიზაციის შემთხვევები წელს 30 პროცენტით გაიზარდა. ამის პარალელურად, 50 პროცენტით მოიმატა მოწამლულთა რაოდენობამ. კვებითი ინტოქსიკაციით ინფექციურ საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასული წლის ზაფხულთან შედარებით, წელს საკმაოდ მაღალია.

სახიფათო საკვები ძირითადად ღია ბაზრებში იყიდება. მომხმარებელი დაცული არც მარკეტებში შეძენილი საკვებისგან არის.

მალფუჭებადი პროდუქტის კონტროლსა და საშიში საკვების რეალიზაციიდან ამოღებაზე მონიტორინგს სურსათი ეროვნული სააგენტო ახორციელებს. უწყება მომხმარებელს მოუწოდებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინება ცხელ ხაზზე დატოვონ.

 

დღის ამბები