26 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ავარია თუშეთის გზაზე - ომალოსთან "მერსედესის" მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა

ავარია თუშეთის გზაზე - სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც ამ წუთებში თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

დღის ამბები