26 აპრილი 2024,   13:44
ვრცლად
განათლების ახალმა მინისტრმა პირველი სამუშაო დღე ძველ მინისტრებთან შეხვედრით დაიწყო

განათლების ახალმა მინისტრმა პირველი სამუშაო დღე ძველ მინისტრებთან შეხვედრით დაიწყო.

მიხეილ ჩხენკელთან და მიხეილ გიორგაძესთან საუბარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებს შეეხო.

მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში დაგეგმილი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

„განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს ის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლის განვითარება მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ეკონომიკაზე. ვისაუბრეთ მის განვითარებაზე, სტრატეგიაზე, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს და რაც მთავარია, დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ეს მიმართულება გავხადოთ რაც შეიძლება ეფექტური,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

დღის ამბები