26 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზ კოლეგას შეხვდა - მუჰამედ-კალი აბილ-გაზიევი თბილისში "ოუ-ჯი-პის" სამიტის ფარგლებში იმყოფება.

პრემიერებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება.

პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ყირგიზეთის მხრიდან აღინიშნა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმები.

დღის ამბები