26 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
"ღია მმართველობის პარტნიორობა" - თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, "ღია მმართველობის პარტნიორობის" მაკოორდინირებელი ორგანოს შეცვლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება.

მესამე სექტორი პრემიერ მინისტრს სთავაზობს, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, ეს უფლება თავად გადაიბაროს. იუსტიციის მინისტრი მესამე სექტორის შენიშვნებს არ იზიარებს და მათ უსფუძვლოს უწოდებს. 

„ღია მმართველობის პარტნიორობა" არის ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში ღიაობისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დგას და სწორედ, ამ ორგანიზაციაში, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს მმართველ კომიტეტს. მე მგონი, ეს არის საუკეთესო პასუხი ამ კრიტიკისადმი, რომელიც მე პირადად მიმაჩნია, რომ არის უსაფუძვლო, რადგან მეექვსე წელია იუსტიციის სამინისტრო, ჩემი ხელმძღვანელობით, უდგას სათავეში ურთულეს და კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც მიუხედავად სიძნელეებისა, განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. შეხვედრები სამიტის ფარგლებში კი უკვე დაიწყო.

 

.

დღის ამბები