22 აგვისტო 2018,   09:47
ვრცლად
მთავარი პროკურატურა არის ყველაზე დიდი რეპრესიული ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში - რომან გოცირიძე

„მთავარი პროკურატურა არის ერთადერთი დარგი, სადაც ადამიანები მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვერ ძლებენ წელიწადნახევარიც კი. უკვე მეექვსე პროკურორი ვნახეთ. რა ხდება, რატომ არის ასეთი არასტაბილური სისტემა,“ - ამის შესახებ განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა.

ენმ-ის წევრი დაინტერესდა, რა ხდება ასეთი ამ სისტემაში, რომ მთავარი პროკურორები ვერ ინარჩუნებენ პოსტს.

მისი თქმით, მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანია ხელშეუხებელი. პროკურატურა კი არის საშუალება, შური იძიოს მისთვის მიუღებელ ადამიანებზე.

„ეს არის ყველაზე დიდი რეპრესიული ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ენმ-ის წევრის განცხადებით, თეა წულუკიანი არის პოლიტიკურად ყველაფერზე წამსვლელი პირი და ის ყოველთვის გრძნობს, რა უნდა ივანიშვილს.

„მან იცის გუნებაგანწყობილების დაჭერა და მისი გადაქცევა საქმედ და ეს საქმე არის სწორედ მის მიერ დანიშნული მთავარი პროკურორები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, შალვა თადუმაძე, რომელიც დანიშნა თეა წულუკიანმა, ამჯერად არის ყველაზე მეტად  საშიში.

„მათ აქვთ საახლობლო ურთიერთობა, ადვილია კონტაქტი. ეს არის, ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრისა და მთავრი პროკურორის ტანდემი, სადაც შეიძლება, ადვილად გადაწყდეს შავი საქმეები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტზე პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები