03 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში - პრემიერი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება. მამუკა ბახტაძე ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

„დაგეგმილია შეხვედრები, როგორც ნატოს შტაბბინაში ასევე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ პრემიერი მინისტრს ექნება შესაძლებლობა ნატოს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაგვაჩნია ნატოში ინტეგრაციის პროცესში.  

"აღსანიშნავია, რომ სამიტის დამთავრებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯებისა და წინადადებების შემუშავებას“ - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძე.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში საქართველოს პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ. ვიზიტი ბრიუსელში სამ დღეს გაგრძელდება და ხვალ პრემიერი დონლდ ტუსკს შეხვდება.

დღის ამბები