02 მაისი 2024,   23:49
ვრცლად
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" პროვოკაციულია, თუმცა რუსეთი, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის - ზახაროვა

მოსკოვი თბილისს სრულმფასოვანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს და აცხადებს, რომ თავის პროვოკაციული შინაარსის მიუხედავად „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ამ ურთიერთობის აღდგენაზე გავლენას არ მოახდენს.

„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

ინტერვიუში რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის მარჯვენა ხელი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას." ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც ზემოთხსენებულ საქართველოს მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთთან. ამიტომ ეს სია რუსეთ საქართველოს-ურთიოერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფროტაციული და პროვოკაციულია”-ამბობს მარია ზახაროვა.

დღის ამბები