26 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
ოზურგეთში "ლიბერთი" ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

ქურდობა ოზურგეთში - დაუდგენელმა პირებმა "ლიბერთი" ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. შემთხვევა დღეს მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები