26 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება იცოდა - მმართველი გუნდი დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ერთსულოვან გადაწყვეტილებად აფასებს

ვინ და როგორ მიიღო დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება - „კურიერის“ ინფორმაციით, სანქცია მმართველი გუნდის წევრის წინააღმდეგ, არც უმრავლესობასთან და არც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა.

თუმცა მმართველი გუნდის წევრების ნაწილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო.

„ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იცოდა. მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ბრიუსელის ვიზიტი, გერმანიის კანცლერის ჩამოსვლა, ამ თემის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და ლაპარაკია, იმ რაღაც ფაციფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ. ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს,. არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს, ეს არის დესტაბილიზაცია და ეს არის მმართველი გუნდის რყევა. ნაციონალური მოძრაობის ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს, არ მგონია, რომ ამ ნაბიჯზე შეგნებულად გადავიდა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

„მე არ ვაპირებ „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან გასვლას, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ალბათ, პარტიის თავმჯდომარემ იცოდა, პოლიტსაბჭოზე უნდა იყოს ეს განხილული და შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე პარტიის თავმჯდომარის გარეშე პოლიტსაბჭოს სამდივნო ალბათ, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები