26 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
თანამდებობა, რომელიც ეკავა მღებრიშვილს, არ არის პოლიტიკური თანამდებობა - ირაკლი კობახიძე მღებრიშვილის გათავისუფლებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის, თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, მღებრიშვილს პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, შესაბამისად, კადრების მართვა მთლიანად პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

„თანამდებობა, რომელიც ეკავა მღებრიშვილს, არ არის პოლიტიკური თანამდებობა, აქედან გამომდინარე, იქ არის მთლიანად პრემიერმინისტრის გადასაწყვეტი ის, თუ როგორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ახალი სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული.

„აქ პარლამენტის ჩარევის რესურსი არის, ბუნებრივია, მინიმალური. ჩემი მიდგომა არის ის, რომ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება დაკავებული ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ეს უნდა იყოს აუცილებლად დაქვემდებარებული პრემიერმინისტრს. პრემიერმინისტრი უნდა იყოს აუცილებლად მისი თავმჯდომარე, გამომდინარე იმ სისტემიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ვგულისხმობ, კონსტიტუციურ სისტემას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები