26 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
სპეცოპერაცია ახვლედიანის ქუჩაზე - დაკავებულია თორნიკე კაჭარავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით სპეცოპერტაცია ახვლდიანის ქუჩაზე ჩატარდა. ჩხრეკის დროს ამოღებულია იარაღი. დაკავების ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. 

თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2017 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. ის  სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ კაჭარავა და მისი კიდევ ერთი ახლო მეგობარი, მიხეილ თათრიშვილი, პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და ამის გამო ჩაუდეს მათ ნარკოტიკული საშუალებები.

 

 

დღის ამბები