26 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
ანდრეის მამიკინსი მესამე სექტორის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპარლამენტის მომხსენებელს, ანდრეის მამიკინსს შეხვედრა ჰქონდა პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მთავარი თემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება, გენდერული და ეკონომიკური საკითხები იყო.

მთავარი აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს.

ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ შეხვედრაზე გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

დღის ამბები