26 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
თუ ოპოზიცია კოორდინირებული იქნება, ძალიან გაუძნელდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება - დავით ბაქრაძე

პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, დავით ბაქრაძე, საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას არ გამორიცხავს.

ბაქრაძის თქმით, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, ოპოზიციის კოორდინირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„თუ ოპოზიცია იმუშავებს კოორდინირებულად, ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი უბანზე შეაშინოს, თუ ოპოზიცია კოორდინირებული იქნება, ძალიან გაუძნელდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება," - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს მმართველი გუნდი და ასევე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინა დღეებში ქართული ოცნება პირდაპირ თანხის დარიგებას არ მოერიდება.

დღის ამბები