26 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
“Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის ორგანიზებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2- ის “სხვა შუადღის” პირდაპირ ეთერში საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ”Elite Model Look Georgia 2018”-ის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების შედეგად, საუკეთესო დამწყებ მოდელად მარი გეჩუაშვილი და რეზი კალანდარიშვილი დასახელდნენ.

სამოდელო კონკურსში 18 გოგონა და 12 ვაჟი მონაწილეობდა, რომლებიც ინტენსიურად ემზადებოდნენ ფინალური ეტაპისთვის.

“Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები ნოემბერში გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე მონაწილეობის მისაღებად.

დღის ამბები