02 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ს მთავრობას ე.წ. “shut down"-ით ემუქრება

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების მთავრობას ე.წ. “shut down"-ით დაემუქრა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, თუკი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები უკანონო მიგრაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, რაც ამერიკასა და მექსიკას შორის საზღვარზე კედლის მშენებლობასაც გულისხმობს, ის მზად იქნება ფედერალური მთავრობის მუშაობა შეაჩეროს.

„ტვიტერის“ პირად გვერდზე ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება საემიგრაციო სისტემა, რომელიც დამსახურებებზე იქნება დაფუძნებული.

"ამერიკას ქვეყანაში გამორჩეული ადამიანების შემოსვლა სჭირდება" - დაწერა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები