26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ხელკეტებით ნაცემი დეპუტატი, რომელმაც ახალგაზრდების გაშველება სცადა - ზურა შაინიძე მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს

შუამთობის დღესასწაულზე მომხდარი გაუგებრობა მორიგი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზეზი გახდა. ადიგენში ფეხბურთის თამაშის დროს ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ „ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ლიდერს ხელკეტებით შეიარაღებული თავდამსხმელები სახლში შეუვარდნენ. ზურა შაინიძე დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. ინციდენტი განიმუხტა და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა დღის ბოლოს შაინიძესთან სახლში ხელკეტებით შეირაღებული პირები მივიდნენ.

ზურაბ შაინიძე დარწმუნებულია, რომ თავდასხმის მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებებია.

ბესო მიქელაძე, რომელსაც ზურაბ შაინიძე ინციდენტის ინიციატორად ასახელებს შაინიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და ახალგაზრდული ფრთის ლიდერია. მიქელაძე კი ამ ფაქტს უარყოფს, ამბობს, რომ ხელოსნად მუშაობს და გამგეობის გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად მონაწილეობს.

ადიგენში მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა ადგილობრივ პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება. ინციდენტის შესახებ დღეს საუბარი იყო უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის წევრებს ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. გამოძიება ამ დროისთვის ძალადობის და ჯგუფური ცემის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები