26 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
საქართველო ომიდან 10 წლის თავზე მეგობარი ქვეყნებიდან სტუმრებს ელოდება

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე თბილისს მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან.

საქართველოში ჩამოვლენ: პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვლენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში. „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

სტუმრები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უცხოელი სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საუბრობს:

„ეს არის მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მიმართ, ჩვენ, ჩვენი, პარტნიორებისა და სტრატეგიული მეგობრებისაგან,  მუდმივად ვგრძნობდით მხარდაჭერას რაც გამოიხატებოდა საერთაშორისო ფორმატებში. ძალიან სერიოზული მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციით და მიგვაჩნია, რომ ამ დღეებში მათი აქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია მათი სოლიდარობისა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები