06 მაისი 2024,   14:52
ვრცლად
ექიმის თქმით, ერთ-ერთმა დაჭრილმა ჯარისკაცმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ კოჯრის სამხედრო ბაზასთან ის უცნობმა პირმა დაჭრა

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილ ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილებს გუშინ საღამოსვე ჩაუტარდათ ოპერაცია.

„ამტელ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, ლაშა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში შესვლისას დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, უტარდება მკურნალობა პალატაში. საშუალო სიმძიმის იყო მდგომარეობა შემოსვლისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა,“ - განაცხადა ექიმმა.

ლაშა მაჭარაშვილის თქმით, პაციენტმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უცნობი პირებმა დაჭრეს.

„ჩემთან თქვა, რომ, ვკითხე რა მოხდა, როგორ, კოჯრის სამხედრო ბაზასთან დამჭრა უცნობმა პირმაო,“ - განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს ორი სამხედრო, რომლებიც დაჭრილები არ იყვნენ.

კოჯრის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის შედეგად 5 ჯარისკაცი დაშავდა, მათგან 3 დაიჭრა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სიგარეტის მოსაწევად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდნენ.

 

დღის ამბები