02 მაისი 2024,   15:10
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ოპოზიცია კი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს 

საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ ციანიდის საქმეზე პარლამნეტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. 

„ქართული ოცნების“ წევრებისთვის დამაჯერებელია ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არგუმენტები, რის საფუძველზეც მამა გიორგი მამალაძე პატიმრობაში იმყოფება. მმართველი გუნდი საქმის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

„ჩანაწერში ამბობს რომ ციანიდი სჭირდება და ბარგში უპოვეს ციანიდი. აქედან გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება. კომისიის შექმნა საპარლამენტო, ამ შემთხვევაში არის ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვს და სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას ახდენს, რაც არც კონსტიტუციურად, არც სამართლებრივად არ არის სწორი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია და რეზონანსულ საქმეში ხელისუფლების გავლენებზე საუბრობს.

„უახლოეს მომავალში ყველაფერს ამ საქმის გარშემო აეხდება ფარდა. სახელმწიფომ ეს ადამიანი უკანონოდ დაატყვევა და საზოგადოება იხსნის დეკანოზ მამალაძეს არჩევნების გზით,“-ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს უარი უთხრა და საქმე წარმოებაში არ მიიღო.

დღის ამბები