10 დეკემბერი 2019,   11:31
ვრცლად
ჰარვი ვაინშტაინი სასამართლოს სექსუალური ძალადობის ბრალდებების მოხსნას სთხოვს

ჰარვი ვაინშტაინი სასამართლოს სექსუალური ძალადობის ბრალდებების მოხსნას სთხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობით ნიუ-იორკის სასამართლოში ცნობილი პროდიუსერის ადვოკატებმა მიმართეს.

საქმე ერთ-ერთი დაზარალებულის გაუპატიურებას ეხება. უფლებადამცველებმა მოსამართლეს მტკიცებულების სახით ჰარვი ვაინშტაინის და დაზარალებულის პირადი მიმოწერა წარუდგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ მათ ინტიმური კავშირი ნებაყოფლობით ჰქონდათ.

ერთ-ერთ წერილში დაზარალებული ქალი პროდიუსერს წერს, რომ ძალიან ენატრება და მასთან შეხვედრა სურს.

66 წლის კინოპროდიუსერი სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ორივე მოსარჩელე ქალის წინააღმდეგ კატეგორიულად უარყოფს და სასამართლოსგან საქმის დახურვას ელოდება.

დღის ამბები