04 მაისი 2024,   14:32
ვრცლად
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - "კურიერმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია 

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

როგორც „კურიერმა“ გაარკვია, დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილია, რომელიც პანკისის ხეობიდან არის, სოფელ ბირკიანიდან. ტოხოსაშვილი წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები