26 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობა ჩამორთმეულ სატვირთო მანქანების დაბრუნებას ითხოვს

საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში - მოსახლეობა ჩამორთმეული სატვირთო მანქანების დროულ გადაცემას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი წლის წინ, ხე- ტყის მოპოვების დროს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა სამი პირი უსამართლოდ დააჯარიმა, მანქანები ჩამოართვა და საჯარიმოზე გადაიყვანა.

აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გადახდის და სასამართლოს მიერ ორ შემთხვევაში გამართლებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, მათ ავტომობილებს არ უბრუნებენ. მოსახლეობა ჩამორთმეული სატვირთო მანქანების დროულ გადაცემას ითხოვს, რადგან მათი განმარტებით, სოფელში ხე-ტყის მოპოვება შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ სამიდან ორი სატვირთო მანქანა, აქციის მონაწილეების ნაწილს დღეს უკან დაუბრუნეს.

მოსახლეობას ადგილზე მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა დაუჭირა. გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მოსახლეობის უსამართლო ქცევაში ადანაშაულებს და მათი კუთვნილი სატვირთო მანქანების დროულ დაბრუნებას მოითხოვს.

დღის ამბები