07 მაისი 2024,   07:42
ვრცლად
ცალსახად არის მოწოდება, რომ "ქართული ოცნება" დაუბრუნდეს კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო კურსს - თეონა აქუბარდია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია საქართველოში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვიზალიბერალიზაციას არაფერი ემუქრება. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას 18 თვე, ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის 27 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია კი განმარტავს, რომ "ქართული ოცნება" უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს.

"ცალსახად არის მოწოდება, რომ "ქართული ოცნება" დაუბრუნდეს კონსტიტუციით გარანტირებულ საშინაო და საგარეო კურსს, დემოკრატიას, NATO-სა და ევროკავშირში წევრობას. ამას მოჰყვება არა მხოლოდ სანქციები, არამედ - საფრთხე, უვიზო მიმოსვლის. ეს ცალსახად გაწერილია უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურაში, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები