26 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
"საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად" - დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო პროგრამა მხარდამჭერებს გააცნო

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა პარტიის მხარდამჭერებს გააცნო.

დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარებების გაზრდის აუცილებლობაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, ემიგრაციაში წასულ მოქალაქეთა დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება.

"საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და რომლის საქმიანობიდანაც ხალხი მიიღებს კონკრეტულ სარგებელს. იქნება ეს ახალგაზრდების დაფინანსება, იქნება ეს მილიონზე მეტი უცხოეთში იძულებით სამუშაოდ წასული ქართველისთვის უკეთესი პირობების შექმნა, იქნება ეს პენსიის გაზრდა, იქნება ეს სოფლის მიხედვა და დახმარება თუ ძალიან ბევრი სხვა მტკივნეული საკითხი. სწორედ ამით უნდა იყოს პრეზიდენტი დაკავებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები