26 აპრილი 2024,   18:39
ვრცლად
შეერთებული შტატების კონგრესის ვებგვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა

შეერთებული შტატების კონგრესის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს საჯაროდ მიმართოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში, დააბრუნოს ყირიმი უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ. კანონპროექტში ასევე წერია, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში შეტანილი თანხა რუსეთის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრის და ოკუპაციის შედეგად გამოწვეული ან გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურ ვითარებაზე რეაგირებას მოხმარდება. 

დღის ამბები