26 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სრულდება

ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სრულდება. დღეს გაიმართება დასკვნითი საჩვენებელი წვრთნა, რომელშიც ევროპული და ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა, ასევე ამერიკული საჰაერო ავიაციაც ჩაერთვება.

ქართველი, გერმანელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ სწავბლებას ჩაატარებენ.

დღესვე სწავლების ფარგლებში პირველად გამოჩნდება ვაზიანის პოლიგონზე „ჯაველინი,“ რომელსაც ქართველი სამხედროები გაისვრიან. ვაზიანის თვზე დღესვე იფრენს ვერტმფრენები „აპაჩები.“

დღესვე ასევე თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და ამერიკელი დიპლომატები სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ.

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები