14 ნოემბერი 2018,   05:37
ვრცლად
მილიონ 700 ათასი ლარზე მეტი დანამატი თვითმმართველობის არჩევნების დროს - სახელმწიფო აუდიტს ცესკო-სთან კითხვები აქვს

აუდიტის სახელმწიფო სამსახური ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ფინანსური დოკუმენტში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ თვითმმართველობის დროს დახარჯულ თანხებზე.

სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა უკავშირდება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გაცემულ დანამატებს, როდესაც 210-მა ადამიანმა 3-თვიან მონაკვეთში მიიღეს მილიონ 700 ათასი ლარის დანამატი. პრობლემას აუდიტის სამსახურში ხედავენ იმაში, რომ ცესკო-მ ვერ შეძლო დასაბუთება, თუ რის საფუძველზე გაიცა დანამატები.

ცესკო-ს აპარატის და საოლქო კომისიების თანამშრომლების შემთხვევაში კანონი ადგენს,  რომ მათ საარჩევნო პერიოდში ხელფასები უორმაგდებათ, 2017 წელს კი მათ გაცილებით მეტი აიღეს.

დანამატების გაცემასთან დაკავშირებით არსებულ შეუსაბამობაზე საუბრობს უფროსი აუდიტორი მერაბ ზაიცევი, რომელიც აცხადებს, რომ ცესკო-მ ვერ შეძლო გაცემული სარგოს მოტივის დაკონკრეტება.

„ზეგანაკვეთური სამუშაოსა და განსაკუთრებული ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით, ცესკო-ს ყველა თანამშრომელზე, აქ იგულისხმება, როგორც შტატგარეშე, ასევე შტატიანი თანამშრომლები, სულ 210 ადამიანზე გაიცა დანამატის სახით მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათასი ლარი. ჩვენი შეკითხვა ძირითადი მდგომარეობს შემდეგში, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ აკონკრეტებს თუ იმ მოტივს, რა მოტივით გაიცემა ორმაგი თანამდებობრივი სარგო საარჩევნო პერიოდში, გაურკვეველია ეს დანამატი, რომელიც იყო გაცემული თანამშრომლებზე, არის იმ სამუშაოს კომპენსირება, რომელზეც გაიცემა ორმაგი თანამდებობრივი სარგო თუ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა რაიმე ზეგანაკვეთური სამუშაო,“ - განაცხადა მერაბ ზაიცევმა.

დღის ამბები